ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუს” დეფიციტი არ არის და მოსახლეობას მისი შეძენა აფთიაქებში შეუძლია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუს” დეფიციტი არ არის და მოსახლეობას მისი შეძენა აფთიაქებში შეუძლია

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუს” დეფიციტი არ არის და მოსახლეობას მისი შეძენა აფთიაქებში შეუძლია
გუშინ არსებული ინფორმაციით, გაციების საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ” აფთიაქებში არის და მოსახლეობა მას ყიდულობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აფთიაქებში მედიკამენტ “ტამიფლუს” შესაძლო დეფიციტურობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, სამინისტრო სოციალურად დაუცველებსა და ორსულებზე „ტამიფლუს” საკუთარი მარაგიდან გასცემს, რომელიც დაახლოებით 2000 ერთეულ კოლოფს შეადგენს.

„რაც შეეხება ორსულებსა და სოციალურად დაუცველებს, ვისაც „ტამიფლუ” ჯანდაცვის სამინისტროს მარაგიდან ექიმის დანიშნულებით უფასოდ გადაეცემა, მათ მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიაკითხონ. დღეს უკვე ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია “ტამიფლუს” მარაგი. მედიკამენტის გაცემა
გრიპის სეზონზე არსებული ვითარების შესაბამისად გაგრძელდება”,- აღნიშნა მან.

„ინტერპრესნიუსს” რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც განმარტავენ, რომ სააფთიაქო ქსელებში “ტამიფლუს” შეძენა სურთ, თუმცა მედიკამენტი დეფიციტური გახდა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ნორმალურად მომუშავე ორგანიზმი წყლის სმის ქცევას მარტივად - წყურვილით არეგულირებს.
05-11-2018
გაითვალისწინეთ, შეუძლოდ ყოფნის მიზეზი, ისევე, როგორც ორგანიზმში აღმოცენებული ბევრი პათოლოგიისა, წყლის დეფიციტია!
26-03-2019
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე საუბრისას შეუძლებელია ყურადღება საგანგებოდ არ გავამახვილოთ აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექცია/შიდსზე (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი).
05-09-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
მეცნიერებმა ბრაზილიური ობობას შხამის საფუძველზე შექმნეს პოტენციის ასამაღლებელი ახალი გელი.
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად