“თუმცა გვქონია 900-ზე მეტი შემთხვევაც 2009-2010-2011 წლის სეზონებზე. ავადობის მაჩვენებელი ახლა უნდა შემცირდეს და მეორე მატება ალბათ იქნება თებერვლის თვეში, ოღონდ არამგონია, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ახლაა. ბოლო წლებისათვის ეპიდემიური ზღვარი არის 500, რასთანაც
მისივე თქმით, გარდა გრიპის ვირუსისა, მიმდინარე სეზონზე გავრცელებულია წითელაც.
„ძირითადი და წამყვანი მაინც არის გრიპი და აბსოლუტური უმრავლესობა არის H1N1 ვირუსი, ძალიან ცოტაა H3 და უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი. რომელი ვირუსითაც არ უნდა გახდეს ადამიანი ავად, მთავარი ის არის, რომ ძირითადი დაავადება არ გართულდეს და დროულად მიმართოს სამედიცინო დახმარებას”, - აღნიშნა მან.