აჭარაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აჭარაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს. როგორც უწყებაში განმარტეს, 130 მოქალაქიდან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს კლინიკებს დროულად მიმართონ.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებების რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, მოქალაქეები ძირითადად ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 4 მოქალაქე H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ისინი მაღალი რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ.