რუსთავის ცენტრალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა
საავადმყოფოებში მნახველების შესვლა დროებით შეიზღუდა. რუსთავში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე გასამმაგდა. დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას რუსთავის ბავშვთა საავადმყოფო 30-ზე მეტ მოზარდს უწევს, გასულ წლებში კი ეს ციფრი 10-ს აღემატებოდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.
მარიკა ვარდოშვილი