სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს. “გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად
დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს
რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

უწყების ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). შედეგად, ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ამ დროისთვის გრიპის ვირუსის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო 800-მდე პაციენტია ჰოსპიტალიზებული.
15-01-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და
11-01-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
მეცნიერებმა ბრაზილიური ობობას შხამის საფუძველზე შექმნეს პოტენციის ასამაღლებელი ახალი გელი.
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად