„ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ კანონში ჩადო მაგალითად, ჯარიმები, სკოლაში არდაშვება და ა.შ. ამ სავალდებულოობას ძირითადად, მოქალაქეების მეტად განათლებისა და პასუხისმგებლობის მომატების ფუნქცია აქვს. 5 წლის ასაკში ჩვენი კალენდრით ძირითადი აცრები სრულდება და ბავშვი სკოლაში რომ შედის, აუცილებელი იქნება ცნობის წარდგენა, რომ აცრილია ყველა იმ ანტიგენზე, რომელსაც ჩვენი ქართული, ეროვნული კალენდარი გულისხმობს
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.