ე.წ. ღორის გრიპით მარტყოფის ღვთაების მონასტრის მღვდელმონაზონი გარდაიცვალა
ელისე (ჯავახიშვილი) გარდაიცვალა. იგი კლინიკაში გართულებული პნევმონიით შეიყვანეს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკის ექიმების ცნობით: დაწყებული მკურნალობის მიუხედავად ანთებამ მოიცვა ორივე ფილტვი. მკურნალობა ტარდებოდა ანტივირუსული და მეოთხე თაობის ანტიბაქტერიული პრეპარატებით. მიუხედავად იმისა, რომ ცხელება ამ პრეპარატების დანიშვნის შემდეგ არ აღენიშნებოდა, მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. უკიდურესად დამძიმების გამო, გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებებითაც შეუძლებელი აღმოჩნდა პაციენტის გადარჩენა.