ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება

ბავშვებისთვის გეგმური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება
5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო არა 2019 წლის იანვრიდან, არამედ 1-ელი ივნისიდან გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ზაფხულამდე პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული კანონქვემდებარე აქტები მოვიდეს შესაბამისობაში.

ზოიძის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან ასევე სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

„კანონში ცვლილება უკვე შესულია. სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების კალენდარში არსებული 10 აცრა მანამდე სარეკომენდაციო სახის იყო, ახლა წერია, რომ სავალდებულოა, უბრალოდ, ტექნიკურად ეს ცვლილება ძალაში შევა 1-ელი ივნისიდან, რადგან გარკვეული
კანონქვემდებარე აქტები უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ცვლილების ძირითადი არსი ის არის, რომ აცრებთან დაკავშირებით ყოველგვარი ორაზროვნება აღმოიფხვრას, რადგან აცრები არის სავალდებულო, სასარგებლო და ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რათა ჩვენი ბავშვები ისეთი საშიში დაავადებებისგან დავიცვათ, როგორიც არის: წითელა, წითურა, პოლიემიელიტი და ა.შ“, - აღნიშნა მან.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით,
აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. „აღსულების მექანიზმი ჯარიმა ან რაიმე კანონში ჯერჯერობით ჩადებული არ არის, თუ საჭირო გახდა, ბაღში ბავშვის დაშვება-არდაშვების საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით გეგმაში არ არის. სხვა ქვეყნებში ასეთი რამ არსებობს, მაგრამ ამას ჯერ არ ვაკეთებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შემდეგი აცრების ჩატარებაა სავალდებულო: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლეიკემიისთვის გადამწყვეტი ცილის (MLL) სტაბილიზებით
13-06-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანხმლები ქალი ამბობს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან
20-04-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას.
გვესაუბრება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზურაბ ფაღავა.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად