მიაწვდინეთ ოჯახს ხმა და დამიკავშირდით აუცილებლად! - გზავნილები, რომლებსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიაწვდინეთ ოჯახს ხმა და დამიკავშირდით აუცილებლად! - გზავნილები, რომლებსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

ტელეშოუებიდან გაიცნო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ნიკოლოზს 2014 წელს საკუთარი ბებიის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა არასწორმა თუ არასაკმარისმა მკურნალობამ საქართველოში მისი მდგომარეობა გაართულა და ცოტა ხნის წინ თირკმელების მწვავე უკმარისობა დაუდგინეს. ნიკოლოზს ისევ ესაჭირეობა თირკმელის ტრანსპლანტაცია.

წაიკითხეთ:

ტელეშოუებიდან ცნობილი ნიკოლოზი სიცოცხლისთვის იბრძვის - "ნიკოლოზს ბევრი უტირია, ექიმებიც მასთან ერთად ტიროდნენ"

გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდის ფეისბუქ-გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი:

...პატარა ნიკოლოზი ტირილის შემდეგ წელს ნაძვის ხის ასაწყობად ექიმების თანხლებით გაუშვეს ცოტა ხნით სახლში. ნაძვის ხის აწყობის დრო კი მკაცრად განუსაზღვრეს ექიმებმა, რომ ჰემოგლობინის კრიტიკულ დონეზე დაცემამდე ისევ საავადმყოფოში ყოფილიყო.

მისმა ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. პატარა ნიკოლოზს კი გამოსაჯანმრთელებლად გამუდმებით სჭირდება მედიკამენტები და ამბულატორიული მკურნალობა. ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და თქვენს მიერ გადმორიცხული თითეული ევრო გადამწვეტია მისი გამოკეთებისათვის. იქნებ კიდევ ერთხელ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მას და საშობაოდ გადავურიცხოთ ჩვენს მიერ შეგროვებული თანხა.

ყველას, ვისაც პატარა ნიკოლოზის დახმარების სურვილი აქვს, შეუძლია მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა გადმორიცხოს გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდში, საიდანაც თანხა შემდგომ მის ქართულ ანგარიშზე გადაირიცხება.

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ 6 იანვრის ჩათვლით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

Georgischer Verein in Deutschland e. V.

Liga Bank IBAN.: DE90750903000302169703

BIC: GENODEF1M05Verwendungszweck: Nikoloz Chichikoshvili

დიდი მადლობა ყველა თქვენგანს,

გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდი

ბევრი ადამიანი ეხმაურება ამ პოსტებს, ბევრმა თანხა გადარიცხა, მაგრამ ამჯერად იმ გამოხმაურებებზე გვინდა გიამბოთ, რომლებმაც გულგრილი ვერავინ დატოვა:

Gigi Natmeladze მზად ვარ გავიღო ჩემი თირკმელი სრულიად უსასყიდლოდ!

ვარ სრულიად ჯანმრთელი. არ ვსვამ, არ ვეწევი! შემიძლია ნებისმიერი ჯანმრთელობის ტესტის გავლა!

მიაწვდინეთ ოჯახს ხმა და დამიკავშირდით აუცილებლად! (571909494).

თაკო ჯაიანი ოჯახს დამაკავშირეეთ, თუ გამოვდგები დონორად, მივცემ ჩემსას.

არის კიდევ სხვა მსგავსი კომენტარები. ეს გულწრფელი გამოხმაურებები ყოველგვარ დახმარებაზე უფრო მეტია. მათი წაკითხვის შემდეგ გიჩნდება იმედი, რომ აუცილებლად გადავრჩებით და რომ ყველაფერი კარგად იქნება. მალე გამოჯანმრთელდება პატარა ნიკოლოზიც და დაუბრუნდება თავის საყვარელ ოჯახს.

ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებთ, მეგობრებო!