ზუგდიდში მეოთხე დღეა ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს
მათ პოლიციას უკვე მიმართეს და ამ წუთებში მოზარდის და იკითხება.
"ჩემი მეორე შვილი უნდა დაკითხონ. იმ დღეს, როდესაც ნინო დაიკარგა, ერთად იყვნენ. მაღაზიაში გავიდნენ, ჩემი შვილი შიგნით შევიდა მეორე კი გარეთ ელოდებოდა. მაღაზიიდან გამოსულს კი და გარეთ არ დახვდა. ვერაფერს ვერ ვიტყვი, არანაირი ვერსია არ მაქვს. იტალიაში ვიყავი, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, არ ვიცი სად შეიძლება იყოს. პოლიციაში მეუბნებიან დაგეხმარებითო", - ამბობს დედა.
როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სამძებრო ჯგუფი და მოზარდს ორი დღეა რაც ეძებენ.