ამირან გამყრელიძე - გვაქვს გრიპით გარდაცვალების 2 შემთხვევა. მოსახლეობას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - გვაქვს გრიპით გარდაცვალების 2 შემთხვევა. მოსახლეობას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ

ინფორმაციით, წელს, გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე გასულ წელს იყო.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოების მზარდი მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში.

"ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა, რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, ახლა ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. ამიტომ არის მზარდი მიმართვიანობა პოლიკლინიკებში და სტაციონარებში. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს გარდაცვალების 2 შემთხვევა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ. თუ იქნება გრიპი მაღალი ტემპერატურით, აუცილებელია მშობლებმა განსაკუთრებით ბავშვისთვის გამოიძახონ უბნის ექიმი, ოჯახის ექიმი და ჩაატარონ კონსულტაცია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული პირები. ასევე, განსაკუთრებულად მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს, რომ ისინი არიან ამ შტამისადმი განსაკუთრებულად მოწყვლადები, ამიტომ ნებისმიერ ორსულს ეწყება თუ არა გრიპის ვირუსი, მაღალი ტემპერატურა, ოჯახის ექიმთან და გინეკოლოგთან კონსულტაცია გაიარონ",- განაცხადა გამყრელიძემ.