დიაგნოსტიკის ახალი მეთოდით შესაძლებელი იქნება ართროზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაგნოსტიკის ახალი მეთოდით შესაძლებელი იქნება ართროზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა

ოსტეოართროზის დროს სახსარში შემავალი ძვლის ზედაპირის მფარავი ხრტილი განლეულია. მიმდინარე მომენტში ოსტეოართროზის მკურნალობის ერთადერთი საშუალება ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც დაზიანებული სახსრის ხელოვნური იმპლანტანტით შეცვლას გულისხმობს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ართროზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად ისინი კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებას გვთავაზობენ. ეს მოგვცემს სახსრის სამგანზომილებიანი სურათის შექმნისა და ხრტილოვანი ქსოვილის შენების უმცირესი ცვლილების აღმოჩენის საშუალებას. ართროზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენი, მაგრამ ვიზუალური დიაგნოსტიკის ეს მეთოდი იძლევა ორგანზომილებიან გამოსახულებას, რომელზეც ყველა დეტალის გამოვლენა ვერ ხერხდება. მკვლევრებმა უკვე გამოსცადეს ახალი მეთოდი ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსარზე. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენთან შედარებით, მნიშვნელოვნად უფრო ზუსტად აფიქსირებს ხრტილოვანი ქსოვილის ცვლილებას.

“ჭკვიანი” რობოტები ქირურგ-ოფთალმოლოგების სამსახურში

ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პირველად გამოსცადეს რობოტი თვალის ოპერაციაზე. აღმოჩნდა, რომ სტანდარტულ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, რობოტიზებული სისტემის გამოყენება უზრუნველყოფს მკურნალობის ისეთივე და უფრო მეტ ეფექტიანობას.

რობოტი 12 პაციენტზე გამოსცადეს, 6 მათგანს თვალის ბადურაზე სტანდარტული ოპერაცია ჩაუტარდა, კიდევ 6-თან კი, რობოტიზებული ქირურგიული სისტემის გამოყენებით, ამოიკვეთა ეპირეტინალური მემბრანის უბანი, შიდა მოსაზღვრე მემბრანა და შეიყვანეს სამკურნალო პრეპარატი (პლაზმინოგენის რეკომბინანტური ქსოვილოვანი აქტივატორი). სამ პაციენტს მოაცილეს სისხლჩაქცევა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეთოდიკა ძალზე პერსპექტიულია ოფთალმოლოგიაში. სპეციალისტებს სურთ გამოიკვლიონ თვალის ბადურაში გენოთერაპიული პრეპარატების მიწოდება. კვლევის საორიენტაციო სტარტი 2019 წლის დასაწყისია.

მცირე ბუშტუკები კიბოს დაძლევაში დაგვეხმარება

ჩინელმა და ფრანგმა მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც სიმსივნის სისხლის მომარაგებას შეაფერხებს და წამლის მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს არის აიროვანი ემბოლოთერაპია და გულისხმობს ნივთიერების მიკროსკოპული წვეთების შეშვებას სიმსივნის მკვებავ სისხლძარღვებში.

გარეთა მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება ულტრაბგერა და წვეთებიდან წარმოიქმნება ბუშტუკები, რომლებიც იზრდება და სისხლძარღვებს ბლოკავს. ზოგიერთი ბუშტუკი ხვდება უფრო მცირე სისხლძარღვში და არღვევს მის ჰერმეტულობას. სისხლის მომარაგების გარეშე სიმსივნე რამდენიმე მილიმეტრზე მეტად ვეღარ იზრდება და აღარც ვრცელდება.

წვეთებიდან ბუშტუკების მიღებაში მეცნიერებს დაეხმარა აკუსტიკური წვეთოვანი აორთქლების ტექნიკა. სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ვირთხის ჯორჯლის ქსოვილზე. ჯორჯალი აერთებს ნაწლავს მუცლის უკანა კედელთან. იგი მდიდარია სისხლძარღვებით. ულტრაბგერის ზემოქმედებით წვეთები გაერთიანდა ბუშტუკებად და მოახდინა სისხლძარღვების ბლოკადა. ბუშტუკებმა შეძლეს სისხლძარღვის გასკდომის პროვოცირებაც. აიროვანი ემბოლია გააადვილებს წამლის მიწოდებასაც.