„აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100
მან ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა.
„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს.
"ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.