გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს - პაატა იმნაძე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს - პაატა იმნაძე

გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს - პაატა იმნაძე
დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიამდე არ ვართ, - ამის შესახებ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

„აცივდა, შესაბამისად, მოიმატა გრიპისმაგვარმა დაავადებებმა. დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100
ათას მოსახლეზე საქართველოს შემთვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე
იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“,- განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე გრიპის მიმდინარეობაზე და სიმპტომებზეც ისაუბრა.

„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, სასურველია, რომ მსგავს შემთხვევაში ავადმყოფი სახლში დარჩეს.

"ავადმყოფი ადამიანი პირველ რიგში უნდა იყოს სახლში, არ უნდა წავიდეს სკოლაში, სამსახურში, ბაღში. უმჯობესია წოლითი რეჟიმი, რომ ორგანიზმს მივცეთ საშუალება ებრძოლოს ვირუსს, ნუ გადავტვირთავთ ორგანიზმს, ბევრი სითხე უნდა მივიღოთ და 38,5 -ს თუ გადასცდა ტემპერატურა აუცილებლად რომელიმე სიცხის დამწევი გამოვიყენოთ, ძირითადად პარაცეტამოლის ჯგუფის, მაგრამ არის გარკვეული წესი, რომ ბავშვს თუ აქვს სიცხე 38,5-ზე მეტი ერთი დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა, თუ დიდს აქვს მაღალი ტემპერატურა 3 დღის განმავლობაში, მანაც უნდა მიმართოს ექიმს",- განაცხადა პაატა იმნაძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი ზელანდია დაასახელეს იმ ქვეყნად, რომელიც ცივილიზაციას გადაურჩება.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს 40 წელს გადაცილებული 1,8 მილიონი ბრიტანელის მონაცემები, რომლებმაც სისხლში ქოლესტერინის დონე განსაზღვრეს
ManageMy Pain – კომპანიის ManagingLife-ის მიერ შემუშავებული პროგრამაა. 246 ქრონიკული ტკივილის მქონე მოხალისის მონაწილეობით ჩატარდა კვლევა.
შვედეთის უფსალისა და უმეოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევის განვითარების რისკი იზრდება კვირის გარკვეულ დღეს.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად