ექიმი - კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმი - კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია

ლევან ბესელიას განაცხადებით, კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს.

"კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკური მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე დიაგნოზით ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შიმშილობის შესაძლო გაგრძელებას, ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია", - განაცხადა ლევან ბესელიამ.

კონსტანტინე გამსახურდიას თანაპარტიელის, მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

"მოგეხსენებათ, მე-11 დღეა პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობენ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. ამ შიმშილობამ გამოიღო მძიმე შედეგი და მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. დღეს დილით ცუდად იგრძნო თავი და გადავიყვანეთ კლინიკაში, ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა გორგასლიძემ.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.