ექიმი - კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

ექიმი - კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია

ექიმი - კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ლევან ბესელიას განაცხადებით, კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს.

"კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკური მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე დიაგნოზით ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შიმშილობის შესაძლო გაგრძელებას, ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია", - განაცხადა ლევან ბესელიამ.

კონსტანტინე გამსახურდიას თანაპარტიელის, მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს სპეციალისტების მეთვალყურეობის
ქვეშ.

"მოგეხსენებათ, მე-11 დღეა პროკურატურასთან ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობენ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. ამ შიმშილობამ გამოიღო მძიმე შედეგი და მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე. დღეს დილით ცუდად იგრძნო თავი და გადავიყვანეთ კლინიკაში, ჩაუტარდა მრავალმხრივი გამოკვლევა. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მივიღებთ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან
დაკავშირებით. ექიმები ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა დარჩეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ", - განაცხადა გორგასლიძემ.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე
26-09-2018
კორონაროპლასტიკა სადღეისოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ
05-01-2018
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად