ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია

ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია
ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ H1N1-ია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს.

"მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსებს სეზონურობასთან ერთად ციკლურობა ახასიათებს და ამიტომ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შარშან იყო უფრო მეტი H3, წელს კი არის H1N1 და ის უფრო რთული კლინიკური
მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე H3. H1N1-ის შემთხვევაში, მძიმე შემთხვევებით მიმართვიანობა ძირითადად, პირდაპირ სტაციონარებში იმატებს. ამასთან, მომატებული რისკის მქონე ადამიანებში სხვადასხვა გართულება მიმდინარეობს. ეს გართულებები ძირითადად, სასუნთქ სისტემას ეხება - წელს, პნევმონიის უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე შარშან, განსაკუთრებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, ორსულ ქალებში, მოხუცებსა და
პირველ რიგში, ბავშვებში", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა დღეს, აჭარის რეგიონში მოხდა.

"ჯერჯერობით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია არ გვაქვს. დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე დაახლოებით, 221-ია, ეპიდემიური ზღვარი კი გადის დაახლოებით 450-500-ზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯერ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არ არის, თუმცა ვითარება საყურადღებოა, რადგან წინა კვირასთან შედარებით, 100 000 მოსახლეზე დაახლოებით, 30 ერთეულით გვაქვს მატება", - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

"ასევე,სტაციონარებში მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით იყვნენ, პირველ რიგში კი მშობლები ბავშვებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე ზემოთ აიწევს, აუცილებელია, ექიმთან კონსულტაცია. ბავშვი არ უნდა გავუშვათ ბაღში, სკოლაში და სახლში იზოლირების საშუალება უნდა იყოს. პირველივე დღეს აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან", - აღნიშნა მან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის,
20-01-2020
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
11-01-2020
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
რა ხდება ჩინეთში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და როგორ გრძნობენ თავს იქ მყოფი ქართველები.
თბილისში, ვარკეთილში, კალაუბნის ქუჩის 36-ე კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს.
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში"
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ გაზარდონ სიცოცხლის ხანგრძლივობა და გააუმჯობესონ ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად