დღეისათვის ჰიდროგენიზებული ცხიმები (ტრანსცხიმები) ფართოდ გამოიყენება კარტოფილი ფრის, ნამცხვრებისა და სნეკების წარმოებაში. ისინი დაბალი ფასითა და შენახვის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა, რაც მოსახერხებელია მწარმოებლებისთვის. თუმცა ასეთი ცხიმები ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ცნობილია, რომ საკვებში ჰიდროგენიზებული ცხიმების მოხმარება 21%-ით ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და 28%-ით სიკვდილის რისკს.
რესტორანში მუსიკა კერძების არჩევაზე მოქმედებს
ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანზე მუსიკის გავლენა შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, კაფესა თუ რესტორანში კერძების არჩევაზე დაწესებულებაში აჟღერებული მუსიკა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ნაწარმოების არა მარტო ტემპი, არამედ ხმაც. მუსიკალურ სტილს კი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ენერგიულ და ხმამაღალ მუსიკას უსმენდნენ, უფრო კალორიულ კერძებს, მაგალითად, ჩიზბურგერსა და ფრის უკვეთავდნენ. ჩუმი და მშვიდი მელოდია კი, პირიქით, კაფეს კლიენტებს კერძების ყურადღებით არჩევას აიძულებდა. ისინი უფრო ხშირად ჯანსაღ საკვებს ამჯობინებდნენ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მუსიკა მოქმედებს ჩვენს შეგრძნებებზეც. რაც უფრო სექსუალურად გვეჩვენება მუსიკა, მით მეტ სიამოვნებას ვღებულობთ შეხებისას.