სიახლეები

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა
აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
"ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი საავადმყოფოში 17 დეკემბერს შემიყვანეს. მას გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა, ამიტომ სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით “ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა, თუმცა დამატებით კვლევები ლაბორატორიაში მიმდინარეობს",- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გია კიკაბიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს,
გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს დაუყოვნებლივ მიმართონ.
მსგავსი სიახლეები
ზეითუნის ზეთი ერთ-ერთი სასარგებლო ცხიმია, ის არის საკაზმიც,
05-02-2019
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
05-03-2019
სამწუხაროდ, ქალების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს კოსმეტოლოგიურ სალონებში ვიზიტის ჩვევა, დრო და საშუალება.
04-10-2018