სიახლეები

გრიპის ეპიდემია ამ ეტაპზე არ გვაქვს - პაატა იმნაძე

გრიპის ეპიდემია ამ ეტაპზე არ გვაქვს - პაატა იმნაძე
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, რადგან გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი დეკემბრის ბოლოდან იზრდება. „არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს,
მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.
მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.
მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევათა თითქმის ნახევარი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
02-06-2020
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში
01-02-2020