მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი დეკემბრის ბოლოდან იზრდება. „არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს,
შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.