შემთხვევა სამეფოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ამ სახლის მცხოვრებია. საავადმყოფოში მოთავსებულები კი მისი მეზობლები არიან, რომლებიც ამავე სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარის თავდაპირველ ვერსიად, არაოფიციალურად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა, გარდაცვლილის ბიძამ კიდევ ერთი ვერსია დაასახელა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდებმა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, იგორ გეორგიანის განცხადებით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჰოსპიტალში
„პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. შეფასდა სასიცოცხლო მაჩვენებელი და ჩაუტარდათ კვლევები. ამ ეტაპისთვისაც მათი მდგომარეობა რჩება მძიმე. პაციენტები მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ. დგინდება მათი ასეთი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები“, – განაცხადა იგორ გეორგიანმა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო.