„გასულ კვირას ჟენევაში ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილე ქვეყნებმა და ექსპერტთა ჯგუფებმა საქართველოში ვიზიტის შედეგები წარადგინეს. ისინი ლაბორატორიაში დაახლოებით, 3 კვირის წინ იმყოფებოდნენ. ჩამოსული იყო 17 ქვეყნის ექსპერტი, დამკვირვებლები ევროკავშირიდან, თვითონ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის სამდივნოსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ლონდონის კოლეჯის ექსპერტი. მათ თავიანთი დასკვნები
პაატა იმნაძის თქმით, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, როცა რუსეთის მხრიდან ბრალდებები დაიწყო.
„რუსეთის ბრალდებები ჩვენ დიდი ხანია გვესმის. ლაბორატორია გახსნილი არ იყო, ბრალდებების გამოთქმა მაშინ დაიწყეს და რაც გაიხსნა, პერიოდულად გრძელდება. თუმცა საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული ეს შემოწმება კონკრეტულად, რუსეთის ბრალდებებს არ უკავშირდება. ჩვენ ეს დაახლოებით, 1 წლის წინ გვქონდა დაგეგმილი. მოწვეული იყო ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთიც, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა ჩამოსვლაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.