„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეულმა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობამ მოიმატა. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო - ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობას, პაატა იმნაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით მისი რაოდენობა გაიზარდა.
„საბედნიეროდ, წელს პირველად, სახელმწიფო პროგრამით 40000-მდე ადამიანი აიცრა. რაც შეეხება კერძო სექტორში გაკეთებული აცრების რაოდენობას, დაახლოებით 5 000-დან 10 000-მდეა. გრიპის ვირუსების გავრცელების პიკს როგორც ყოველთვის, ისე წელსაც დეკემბრის ბოლო კვირაში ველოდებით, შემდეგ მისი რაოდენობა ისევ შემცირდება, თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ველოდებით გავრცელების მეორე ტალღას. მიუხედავად ამისა, გავრცელება ეპიდემიურ ზღვარს არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები და პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, დიაბეტის, სუნთქვასთან დაკავშირებული და გულსისხძარღვთა დაავადებების მქონე პირები)“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე, ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.