ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი 16 წლის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შეეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ემილი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა. ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ემილ ისმაილოვი ნარკოზიდან გამოვიდა და შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. "ემილ ისმაილოვი, ჩვენს საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით. მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღინიშნა გულის გაჩერება. სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ყმაწვილი გარდაიცვალა. როგორც ვიცით ჩატარდა ექსპერტიზა. ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება, სამუწუხაროდ. ჩვენი თანამშრომლები - მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია, რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა დავით გოგოძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ემილ ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.