კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას 61 ათასი ბაღის აღსაზრდელის საკვების გარეშე დარჩენის შესახებ, სიცრუეს უწოდებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას 61 ათასი ბაღის აღსაზრდელის საკვების გარეშე დარჩენის შესახებ, სიცრუეს უწოდებს

ბაღის აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც მას პასუხი ყოველთვის ექნება. „მინდა შევეხო ისევ და ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს. ვერ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ, რომ არ მოგვიწიოს პასუხის გაცემა სიცრუის მანქანაზე, იმ ტყუილზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არც ერთი სიცრუე და ტყუილი არ გაატარონ, რადგან ამას ისმენს მოსახლეობა და ბევრს შემდეგ ეს სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება, უნდა იყოს ნათქვამი სიმართლე! სხვათა შორის, კვლევა იყო ამაზე გაკეთებული და „რუსთავი 2“-ის ინფორმაციის 79% თუ 80% არის სიცრუე, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე, სრულიად გაუგებარია საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს სიუჟეტი იყო 6 დეკემბერს და საინტერესოა, რომ ტენდერი კვებაზე გამოცხადდა 4 დეკემბერს და დღეს მთავრდება“,- განაცხადა კალაძემ.