ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოჯახი, რომელიც ბავშვის აყვანის მსურველთა რიგში პირველია, შვილის აყვანას 20 წელია ელოდება

რიგით მეორე ოჯახს ბავშვის აყვანა 18 წელია სურს, მესამეს კი - 17 წელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში შვილად აყვანის 10 მსურველი დარეგისტრირდა, 2017 წელს კი მათი რაოდენობა 162-ს შეადგენდა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი კუპრეიშვილი განმარტავს, მიმდინარე წელს, შვილის ასაყვანად დარეგისტრირების მსურველთა საკითხების განხილვა ისევ მიმდინარეობს, ამიტომ მათი რაოდენობა გაიზრდება.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ უწევთ შვილად აყვანის მსურველებს წლების განმავლობაში ლოდინი, გიორგი კუპრეიშვილი განმარტავს, რომ შესაძლებელია, ეს როგორც კანონმდებლობას, რომელიც ასაკობრივ ზღვართან მიმართებაში არის დაწესებული, ისე სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მონაცემების (ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა) თაობაზე თვითონ ოჯახის მოთხოვნას ან გასაშვილებელი ბავშვის სურვილს უკავშირდებოდეს.

„შესაძლებელია, ოჯახმა რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვას, მათი სასურველი მონაცემების ბავშვი არ გამოვლინდეს ან მშვილებელთა დიდი ხნის განმავლობაში ლოდინის მიზეზი თვითონ ბავშვის უარიც გახდეს. გარდა ამისა, ახალი კანონის თანახმად, შესაძლებელია, შვილად აყვანის პროცედურის შეფერხების მიზეზი უკვე ასაკიც იყოს, რადგან „შვილად აყვანის შესახებ“ კანონში მშვილებელსა და ბავშვს შორის ასაკობრივ სხვაობად 49 წელი განისაზღვრა“, - განაცხადა გიორგი კუპრეიშვილმა.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს ინფორმაციით, 2018-2017 წლებში საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 7 ბავშვი გაშვილდა, მათგან ყველა შშმ პირია.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გაშვილების სტატისტიკას, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მონაცემებით, 2018 წელს 65 ბავშვი გაშვილდა, 2017 წელს კი - 127.