სიახლეები

"გამაახალგაზრდავებელი" ცილა კლოტო კუნთების აღდგენას აუმჯობესებს

"გამაახალგაზრდავებელი" ცილა კლოტო კუნთების აღდგენას აუმჯობესებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს ხარვეზი გამოესწორებინათ გამაახალგაზრდავებელი ცილა კლოტოს (Klotho) დახმარებით.
ამ ცილის რაოდენობა თურმე ასაკთან ერთად ორგანიზმში მნიშვნელოვნად იკლებს. დიდი ხანია დადგენილია, რომ ამ ცილის ექსპრესიის გაზრდით შესაძლებელია საცდელი ცხოველებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება. სწორედ ამ ფაქტმა მიიყვანა პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები იმ აზრამდე, რომ შესაძლოა ცილა კლოტომ კუნთების რეგენერაციული ფუნქცია გააუმჯობესოს.

ასაკოვანი ტრავმირებული საცდელი ცხოველების ორგანიზმში შეჰყავდათ საოცარი ცილა კლოტო, რამდენიმე დღეში ცხოველებს დაზიანებული კუნთების ფუნქციური აღდგენა აღენიშნებოდათ. საკონტროლო ჯგუფის ცხოველების ორგანიზმში
კი ე.წ პლაცებოს, ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანის შემდეგ მსგავსი ეფექტი არ შეინიშნებოდა.
მეცნიერთა განცხადებით, მომავალში ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელი იქნება ასაკოვან ადამიანებთანაც. თუმცა, გამაახალგაზრდავებელი ცილის შეყვანის მეთოდისა და დოზების განსაზღვრისათვის დამატებითი კვლევებია აუცილებელი.

თინათინ გოცაძე

მსგავსი სიახლეები
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
29-07-2019
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას,
03-04-2019
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
22-02-2019