სიახლეები

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში კვლავ მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია

მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში კვლავ მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მიმდინარეობს მკურნალობა და მდგომარეობა სტაბილურია. ყოველ შემთხვევაში გართულება არ არის. ის ამ დროისთვის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე რჩება“, - განმარტავენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ის ამ დროისთვის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.


მსგავსი სიახლეები
კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან გაწერეს და ის ამჯერად რეაბილიტაციის კურსს გადის. როგორც მიხეილ გიორგაძის
04-01-2019
დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ ხელოვნურ
26-06-2018