როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის გიორგაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „მიმდინარეობს მკურნალობა და მდგომარეობა სტაბილურია. ყოველ შემთხვევაში გართულება არ არის. ის ამ დროისთვის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე რჩება“, - განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ის ამ დროისთვის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის.