ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა - კარს მომდგარი საფრთხე, რომელმაც შესაძლოა გლობალურ დათბობაზე მეტი ზიანი მოუტანოს კაცობრიობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა - კარს მომდგარი საფრთხე, რომელმაც შესაძლოა გლობალურ დათბობაზე მეტი ზიანი მოუტანოს კაცობრიობას

ძალიან დიდი დრო და რესურსი ეთმობა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, რადგან გამოსავალი სწორედ ერთობლივად გადადგმულ ნაბიჯებშია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: პრობლემას აქტიურად აშუქებს მასმედია, პოლიტიკოსები ცდილობენ შეიმუშაონ რეგულაციები, საერთაშორისო კორპორაციები და კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ცდილობენ შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება და ა.შ.

სწორედ აღნიშნული კომპლექსური ძალისხმევის ხარჯზე მნიშვნელოვნად შემცირებულია გლობალური დათბობის ტემპი, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია და საზოგადოების მაქსიმალურ ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვს. გლობალური დათბობისგან განსხვავებით, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის, რას ნიშნავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და რა საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გარემოზე ზრუნვას არ უნდა დაეთმოს უდიდესი ყურადღება, თუმცა დღევანდელი გულგრილი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ანტიბიოტიკორეზისტენტობამ შეიძლება გაცილებით მალე მოუღოს ბოლო კაცობრიობას, ვიდრე გლობალურმა დათბობამ.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს საფრთხეს უქმნის. უკვე რამდენიმე ათეული წელია, ამ პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ და მეტიც, ნოემბრის თვეში სპეციალური საერთაშორისო კვირეულიც კი შეიქმნა, რომელიც ანტიბიოტიკორეზისტენტობის ცნობადობის ამაღლებისადმია მიძღვნილი.

ანტიბიოტიკორეზისტენტობა (ან, უბრალოდ რეზისტენტობა) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემადაა აღიარებული.

თანამედროვე მსოფლიო ალტერნატიული გზების ძიებაშია. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? რა ალტერნატიული გზები არსებობს თავის დასაცავად? ამ ყველაფერს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

თავის დროზე, ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომლებსაც წინათ ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, დღეს იკურნება. მაგრამ, სამწუხაროდ, გვიახლოვდება ხანა, როდესაც ბანალური ინფექციები ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს. თუ ეს პრობლემა იმავე ტემპით გააგრძელებს ზრდას, თუ არ გადავდგამთ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს, შესაძლოა დავუბრუნდეთ იმ დროს, როდესაც თითის გაკაწვრით გამოწვეულ ინფექციასაც კი შეეძლო ფატალური შედეგების გამოწვევა.

წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების დაუდევარი გამოყენების შედეგად ბაქტერიებმა იმუნიტეტი გამოიმუშავეს, ესა თუ ის ანტიბიოტიკი განსაზღვრულ ბაქტერიაზე აღარ მოქმედებს. სწორედ ამას ეწოდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია, რომელიც დღეს იოლად იკურნება, ხვალ უკურნებელი გახდება.

რეზისტენტობის გავრცელების პრობლემას უფრო ამძაფრებს ანტიმიკრობული საშუალებების ვეტერინარიაში გამოყენებაც. ხშირად ცხოველთა წონის გაზრდის მიზნით აქტიურად იყენებენ ანტიბიოტიკებს სხვადასხვა ფერმაში (ქათმის, ღორის, საქონლის და ა.შ.) ჩვენ კი აღნიშნულ ხორცს საკვებად მოვიხმართ. საკვებიდან მიღებული ანტიბიოტიკების მცირე დოზაც კი აჩვევს, აძლიერებს და რეზისტენტულს ხდის ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მიმართ. სწორედ ეს არის რეზისტენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი დღევანდელ მსოფლიოში.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა ჯერ კიდევ თავად ალექსანდერ ფლემინგმა პენიცილინის აღმოჩენიდან მცირე ხნის შემდეგ შეამჩნია. მისი დაკვირვებით,ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომლებზეც თავდაპირველად მოქმედებდა წამალი, მის მიმართ უგრძნობი გახდა. 1946 წელს პენიცილინისადმი რეზისტენტული იყო იმ ხანად გავრცელებული მიკრობების 6%, 1964 წელს კი უკვე – 60%.

თანამედროვე მედიცინის სტატისტიკა უფრო არასახარბიელო პროგნოზებზე საუბრობს: იმ შემთხვევაში, თუ რეზისტენტობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს 2050 წლისთვის 10 მილიონი ადამიანი შეეწირება ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც ჯერ კიდევ შეიძლება.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად პირველ რიგში, ზოგადად ანტიბიოტიკების მიმართ საზოგადოების ცნობადობის გაზრდაა მთავარი. ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი ანტიბიოტიკების მოქმედება ატომური ბომბის აფეთქებას გავს, ის ანადგურებს როგორც სასარგებლო, ისე დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. მრავლობითი გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე, ხშირად ანტიბიოტიკები, პირიქით, აუარესებენ კიდეც ორგანოთა ფუნქციას, ასევე აქვეითებენ ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ანტიბიოტიკი ანადგურებს ადამიანის ორგანიზმის მთლიან მიკროფლორას. როგორც ვიცით, ადამიანის ორგანიზმი შედგება როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ბაქტერიებისგან. ანტიბიოტიკი ერთიანად ანადგურებს მათ, განურჩევლად მათი სარგებლიანობისა.

ბაქტერიებთან ბრძოლის ალტერნატივად თანამედროვე მედიცინაში გვევლინება ფაგოთერაპია. ფაგები ანტიბიოტიკების ირაციონალური გამოყენების აღმოსაფხვრელად და რეზისტენტული ინფექციების დასამარცხებლად შეუცვლელი საშუალებაა. ფაგები, როგორც მავნე ბაქტერიებთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, ჯერ კიდევ 1940 იანი წლებიდან გამოიყენება საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ფაგები სპეციფიკურ, დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებს. ორგანიზმში მოხვედრისთავანე მავნე ბაქტერიებს „საკვებად“ იყენებს და მათი განადგურების შემდეგ ორგანიზმს ტოვებს.

ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით ფაგს ვიღებთ საკვებისა და სასმელი წყლის საშუალებით. ბაქტერიოფაგი (ანუ ფაგი) დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი ორგანიზმია. ფაგები უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეებისთვის და ისინი მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს ანადგურებენ. ფაგები არ აზიანებენ ღვიძლს და თირკმელებს, არ იწვევენ დისბიოტურ ცვლილებებს და ა.შ. ფაგს გააჩნია უნარი ეფექტურად გაანადგუროს ბაქტერია, მისი რეზისტენტული ფორმების ჩათვლით, ამასთან არ აზიანებს ადამიანის ბუნებრივ მიკროფლორას და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატი ფაგიოა. იქედან გამომდინარე, რომ ფაგიოს მიღება მკურნალობისა და პრევენციის მიზნით ჯანმრთელობისთვის უვნებელია, მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვილ ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. სწორედ უპრეცედენტო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფაგიო ყველაზე ხშირად ბავშვებსა და ორსულებში ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

აქვე უნდა აღინიშნოს, ფაგების უდიდესი დანიშნულება და როლი რეზისტენტობასთან ბრძოლაში. ბაქტერიოფაგების ტექნოლოგიის გამოყენებით, ბაქტერიული პათოგენების დამარცხება შესაძლებელია არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ საკვების უსაფრთხოებაში, სოფლის მეურნეობაში, ვეტერინარიასა და სხვა სფეროებში, სადაც ბაქტერიები საფრთხეს ქმნიან.

რეზისტენტობის პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პრობლემის დროული გააზრება და სათანადო ზომების მიღება. საქართველოს ფაგების მიმართულებით ერთი საუკუნის გამოცდილება აქვს. ქვეყანა პიონერია ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, საქართველოდან საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასობით ტონა ფაგის პრეპარატით მარაგდებოდა.

ბიოქიმფარმი ფაგის კვლევისა და წარმოების საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს და ასწლოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით ეფექტურ პრეპარატს აწარმოებს, რომელიც ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან საბრძოლველად შეუცვლელ ალტერნატივად გვევლინება.

R