ევთანაზიის დაშვების მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ევთანაზიის დაშვების მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკის დამკვიდრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ლეონიდ ჩერნოვეცკია.

საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია კვალიფიცირდება, როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით“. „ჩერნოვეცკის ფონდის“ ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განპირობებულია ქვეყნის ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით, რაც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.

“ლეონიდ ჩერნოვეცკის გათვლებით, შემოსავალი შეადგენს 1 000 000 000 დოლარს, რომელიც შემდგომში გაიზრდება. „საქმე ის არის, რომ სადღეისოდ ევთანაზიის მეთოდის გამოყენება მხოლოდ შვეიცარიაშია დაშვებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მოქალაქეები, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს! გარდა ამისა, ეს მეთოდი არის ჰუმანური! ამ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი! მე ვთხოვ პარლამენტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება. ყოველდღიურად, უამრავი ჩვენი მოქალაქე იტანჯება უმუშევრობისა და შიმშილისგან. ამ კანონის მიღება გახდის შესაძლებელს, რომ გაიზარდოს პენსიები და შემწეობის თანხა, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის სფეროში“,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

„საკანონმდებლო წინადადებით, ევთანაზიის მეთოდის გამოყენება იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რამეთუ იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს, ხოლო საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.