ევთანაზიის დაშვების მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ევთანაზიის დაშვების მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

ევთანაზიის დაშვების მოთხოვნით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა
საქართველოს პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკის დამკვიდრებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ლეონიდ ჩერნოვეცკია.

საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია კვალიფიცირდება, როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით“. „ჩერნოვეცკის ფონდის“ ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განპირობებულია ქვეყნის ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით, რაც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას.

“ლეონიდ ჩერნოვეცკის გათვლებით, შემოსავალი შეადგენს 1 000 000 000 დოლარს, რომელიც შემდგომში გაიზრდება. „საქმე ის არის, რომ სადღეისოდ ევთანაზიის მეთოდის
გამოყენება მხოლოდ შვეიცარიაშია დაშვებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მოქალაქეები, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს! გარდა ამისა, ეს მეთოდი არის ჰუმანური! ამ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი! მე ვთხოვ პარლამენტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება. ყოველდღიურად, უამრავი ჩვენი მოქალაქე იტანჯება უმუშევრობისა და შიმშილისგან. ამ კანონის
მიღება გახდის შესაძლებელს, რომ გაიზარდოს პენსიები და შემწეობის თანხა, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის სფეროში“,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

„საკანონმდებლო წინადადებით, ევთანაზიის მეთოდის გამოყენება იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რამეთუ იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს, ხოლო საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-11-2018
სერგი
მიდი ოცნება გაითხარე სამარე
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
16-06-2018
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი ზელანდია დაასახელეს იმ ქვეყნად, რომელიც ცივილიზაციას გადაურჩება.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს 40 წელს გადაცილებული 1,8 მილიონი ბრიტანელის მონაცემები, რომლებმაც სისხლში ქოლესტერინის დონე განსაზღვრეს
ManageMy Pain – კომპანიის ManagingLife-ის მიერ შემუშავებული პროგრამაა. 246 ქრონიკული ტკივილის მქონე მოხალისის მონაწილეობით ჩატარდა კვლევა.
შვედეთის უფსალისა და უმეოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევის განვითარების რისკი იზრდება კვირის გარკვეულ დღეს.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად