"რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ" - აფეთქებას ფონიჭალაში დედა-შვილი ემსხვერპლა
დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა -
12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის თვითმხილველი ტრაგედიის შესახებ გვიამბობს: განაგრძეთ კითხვა