აფეთქების შედეგად გარდაცვლილები სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი არიან - რა მოხდა ფონიჭალაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

აფეთქების შედეგად გარდაცვლილები სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი არიან - რა მოხდა ფონიჭალაში

აფეთქების შედეგად გარდაცვლილები სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი არიან  - რა მოხდა ფონიჭალაში
15 ნოემბერს, ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, დაახლოებით დილის 11 საათზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შედეგად სამი დაშავებული ადამიანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სტაციონარში მოთავსებული არიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.

"44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 მამაკაცმა 50%-ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა - 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ნანრევებში მოყოლი დედა-შვილს
კი კარგა ხნის განმავლობაში ეძებდნენ, სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის თვითმხილველი ტრაგედიის შესახებ გვიამბობს:

- საშინელი ხმა იყო, ზუსტად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ერთ-ერთ მეზობლის თქმით, თითქოს უბედურება გაზის გამათბობელს მოჰყვა, რომელიც დაზიანებული იყო. აფეთქება მესამე
სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია. ხმა კილომეტრის მანძილზე ისმოდა, - ტრასაზე მიმავალი მანქანებიც კი გაჩერდა. თავდაპირველად ითქვა, რომ არავინ დაიღუპაო, ნეტავ ასე ყოფილიყო...
აფეთქების ადგილი ფონიჭალაშიფოტო: აფეთქების ადგილი ფონიჭალაში
ფბ

მესამე სართულზე 3 ადამიანი კი დაშავდა, დამწვარ-დასახიჩრებულები გამოიყვანეს, მაგრამ საბედნიეროდ იცოცხლებენ. რაც მთავარია, 4 წლის ბავშვი გადარჩა სრულიად უვნებელი, - პატარა გამოსასვლელი კართან დამალულა და საღსალამათი გამოიყვანეს.

ტრაგედია დატრიალდა მე-2 სართულზე, სადაც აფეთქების გამო მოგლეჯილი ბეტონის ფილა ჩავარდა, მის ქვეშ კი დედა-შვილი მოჰყვა. მესამე სართულიდან დაშავებულების გამოყვანის პარალელურად, მაშველები მეორე სართულზეც ცდილობდნენ შესვლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. გასაღები რომ მოიკითხეს, მეზობლებმა არ იცოდნენ სად შეიძლება ყოფილიყვნენ ოჯახის წევრები ან საერთოდ ვინმე თუ იქნებოდა ბინაში. ბოლოს კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ იპოვეს გარდაცვლილები, ამისთვის სპეციალური ტექნიკაც კი დასჭირდათ.

გარდაცვლილები არიან სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი. რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი პატარას, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კოშმარად ექცათ. განადგურებულები ვართ...

წყარო: https://www.kvirispalitra.ge/
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.
17-01-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ყნოსვის ტესტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნევროლოგიური მდგომარეობების,
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად