სიახლეები

აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ განუცხადა.

"შემთხვევის შედეგად დაწესებულებაში მოთავსებულია სამი პაციენტი: ბაბუა, მამა და შვილი. სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა. მიმდინარეობს კვლევები დამწვრობის გარდა, პოლიტრავმა და მრავლობითი დაზიანებები რომ გამოირიცხოს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩაუტარდებათ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ზაზა ბოხუამ ფონიჭალაში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტი მოინახულა. კლინიკაში იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც.
მსგავსი სიახლეები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.
17-01-2019