ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავდა 6 წლის ბავშვი, მისი მამა და ბაბუა - მათი მდგომარეობა მძიმეა
ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბნები აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.
„44 წლის მამაკაცმა სხეულის 65%–ის დამწვრობა მიიღო, 24 წლის მამაკაცმა 50%–ის, ხოლო 6 წლის ბავშვმა – 12%–ის. მათი მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულებს ცოტა ხანში კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა მოინახულებს.
ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად სამი სართული დაზიანდა. აფეთქება მე–3 სართულზე მოხდა, სადაც არავინ არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დაშავდა მე-2 სართულის ბინაში მცხოვრები სამი პირი.