კახა კალაძე - ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კახა კალაძე - ბაღებში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არავის ეპატიება

კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კალაძე აღნიშნავს, ბაღების ნაწილის დირექტორთა გათავისუფლების საკითხის პოლიტიზირება არასწორად ხდება.

„რეალურად პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში. სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ბაღების შემოწმებას, ეს ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება გვაქვს. ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის ვაპატიებთ გადაცდომას, განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვებზე. ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს საპარლამენტო არჩევნებს, კალაძემ აღნიშნა: ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.

„შემოწმებები სისტემატურად მიმდინარეობს. სისტემაში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს და ჩემი დაპირება იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ მთელი რიგი მიმართულებებით ჯერ ჯიდევ გვაქვს პრობლემები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი რაციონის ხარჯზე გადაცდომები კატეგორიულად მიუღებელია და ეს ღალატი არავის ეპატიება“, - განაცხადა კალაძემ.