ჭკვიანი სენსორი ალკოჰოლდამოკიდებულებს 24/7 უთვალთვალებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ჭკვიანი სენსორი ალკოჰოლდამოკიდებულებს 24/7 უთვალთვალებს

ჭკვიანი სენსორი ალკოჰოლდამოკიდებულებს 24/7 უთვალთვალებს
კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომგონებლებმა წარმოადგინეს კანქვეშა ჩიპი, რომელიც ადამიანის სისხლში ალკოჰოლის დონეს აფასებს. ჩიპი ქსოვილოვანი სითხის (უჯრედშორისი ნივთიერება) სკანირებას ახდენს და რეაგირებს წყალბადის ჟეზანგზე, რომლიც გამოიყოფა ალკოჰოლოქსიდაზით ეთილის სპირტის დაჟანგვისას. ეს ნივთიერება (ალკოჰოლოქსიდაზა) ჩიპში რეაქციის კატალიზატორის როლშია.

ჩიპს არ აქვს საკუთარი ელემენტი, მაგრამ, მეცნიერების თქმით, კვების წყარო შეიძლება გახდეს „ჭკვიანი საათი“ ან ფიტნეს-ტრეკერი. ჩიპი უკვე გამოსცადეს და საამისოდ გამოიყენეს ღორის კანი და ადამიანის სისხლის შრატი. შემდგომი ეტაპი ცოცხალ ცხოველებზე ექსპერიმენტია. გამომგონებლებს მიაჩნიათ, რომ ჩიპით ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობაში გადატრიალების მოხდენა და პაციენტების კონტროლის
მნიშვნელოვნად გამარტივება შეიძლება.

შესაძლებელია, მომავალში თითოეულს ჰქონდეს ღეროვანი უჯრედების ჩიპი, რომელიც, ფაქტობრივად, სამედიცინო ანკეტას შეცვლის. ეს ჩიპი გამოიყენება ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად და ნამდვილად პერსონაზილებული მედიცინის (თითოეული წამალი შესაძლებელია ამ ჩიპზე შემოწმდეს ისე, რომ ადამიანს ზიანი არ მიადგეს) შესაქმნელად. ბიოლოგიური თვალთახედვით, სისტემა მაქსიმალურად რთულია, ამასთან, ის
ატარებს მფლობელი უჯრედების გენეტიკურ ანაბეჭდს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ანალიზები იქნება მაქსიმალურად ზუსტი.

ახალი მოწყობილობა ადამიანებს შაკიკთან გამკლავებაში სახლის პირობებშიც დაეხმარება.

შაკიკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მამაკაცები თავის ტკივილს ქალებზე 3-ჯერ ხშირად უჩივიან. ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა ეNეურა შპრინგთ Mშ, რომელსაც შაკიკის შეჩერება შეუძლია. მისი მუშაობა ეფუძნება ერთიმპულსიან ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას (სთMშ).

სწორკუთხოვანი მოწყობილობას აქვს ორი სახელური და მცირე ზომის ეკრანი. მოწყობილობა კეფის არეში უნდა დავიჭიროთ. მისი მასა დაახლოებით 1,5 კგ-ია.

სპეციალისტებმა მკურნალობის ახალი მეთოდის ეფექტურობა შაკიკით დაავადებულ 263 პაციენტზე გამოსცადეს. მონაწილეების ასაკი 18-დან 65 წლამდე იყო. ყველა მოხალისეს ასწავლეს მოწყობილობის შინ დამოუკიდებლად გამოყენება.

სამთვიანი ექსპერიმენტის შემდეგ მინაწილეებმა აღნიშნეს, რომ შაკიკის შემთხვევების სიხშირე ყველა მონაწილეში შემცირდა. მოხალისეთა 46% თავის ტკივილის შეტევას 2-ჯერ უფრო იშვიათად აღნიშნავდა. ახალი მეთოდით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდეთ ცხოვრება იმ პაციენტებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ იღებენ სამკურნალო მედიკამენტებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
"ბავშვი მოუკლავს სპეციალურად და გაჰყვა ვიღაც ბიჭს... სახლიდან წაღებული ოქრო დაულომბარდებია
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
12 მაისს მახათაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე,
ნორ­მა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად გა­მო­ყოფს ოფლს.
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად