სიახლეები

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს გარყვნილი ქმედებისთვისაც გაასამართლებენ - "არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი"

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს გარყვნილი ქმედებისთვისაც გაასამართლებენ - "არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი"
გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

"დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და 141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა. დაემატა მუხლი 141-ე, რომელიც არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა საბანაძემ.

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის
დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავა.


მსგავსი სიახლეები
გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რუს­თავ­ში, ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და, 13 წლის
14-03-2019
აი ეს შემზარავი ფოტო - 4 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა და საქმე აღძრულია მშობლის
23-01-2019
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019