ბაღებში, სადაც ბავშვების ნაწლავური ინფექციით დაავადების ფაქტები აღინიშნა, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ბაღების მართვის სააგენტო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ბაღებში, სადაც ბავშვების ნაწლავური ინფექციით დაავადების ფაქტები აღინიშნა, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ბაღების მართვის სააგენტო

ბაღებში, სადაც ბავშვების ნაწლავური ინფექციით დაავადების ფაქტები აღინიშნა, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს - ბაღების მართვის სააგენტო
საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტები, საკვები პროდუქტები დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც დაფიქსირ
და ნაწლავური ინფექციით აღსაზრდელთა დაავადების ფაქტები, საკვები პროდუქტები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, არის ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკრობიოლოგიურ ელემენტებს. საბავშვო ბაღებში არსებული პროდუქტის სინჯები გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევა ადასტურებს, რომ აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ ყოფილა ბაგა-ბაღებში მიღებული საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული. საკვების პარალელურად, ლაბორატორიულად შემოწმდა
ბაღების კვების ბლოკიდან აღებული წყალი, კედლის სინჯები და საკვებთან კონტაქტში მყოფი პერსონალი. 15 ოქტომბრის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გასულ კვირას მიაწოდა. ინფორმაციის თანახმად, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა იდენტური სიმპტომები - გულისრევა, დიარეა და მაღალი ტემპერატურა. დიაგნოზი ერთეულ შემთხვევებში იყო შიგელა ანუ დიზენტერია. აღნიშნულ ინფორმაციას, კვებითი ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და მიზეზების დადგენისთვის განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბავშვო ბაღებში შესული პროდუქტის ვარგისიანობა დასტურდება მომმარაგებელი კომპანიის მიერ ყოველკვარტალურად წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატებითა და თვეში ერთხელ წარმოდგენილი მიკრობიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტებით.

აღსანიშნავია, რომ მომწოდებელ კომპანიას ინდივიდუალური ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული თბილისში მოქმედ 180 ბაგა-ბაღთან და თითოეული მათგანი პროდუქტს ამოწმებს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად, დაწესებულებაში მისი შეტანის მომენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის ბაღებში ჰიგიენისა დაცვა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამასთან, მუდმივი ხასიათი აქვს მონიტორინგს, რომელსაც სააგენტოს სპეციალისტები და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
Medicalxpress კიბოს გამოწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები
08-10-2019
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
16-08-2019
ჩვენ მოგვწონს იაპონელების, იტალიელებისა და ფრანგების კვების რეჟიმი, თუმცა მათაც აქვთ
31-05-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ლევენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ახალი თაობის იმპლანტირებადი სმენის აპარატი.
ტეხასის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ციტიზინი (ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებაში) ქალებთან ამცირებს დოფამინური
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად