ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინოვაციურმა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ იუბილე პარტნიორების დაჯილდოვებით აღნიშნა

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, არტფარმას პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, რომლებიც არტფარმას პროექტების მონაწილეები და ერთგული მომხმარებლები არიან.

არტფარმამ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის პარტნიორ ორგანიზაციებსა და ექიმების გუნდს მადლობა გადაუხადა. დაჯილდოვდნენ არტფარმას პარტნიორი ორგანიზაციები: ფარმ სახლი, პსპ, გეფა, მედია არტი, პალიტრა მედია და სხვები; ასევე ექიმები, რომლებიც არტ ფარმას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ.

mkurnali.ge

არტფარმას დირექტორის ლიკა ლობჟანიძის თქმით, კომპანიამ დაარსების დღიდან პროდუქტიული და წარმატებული წლები გაიარა:

„ევროპული ბრენდები, ახალი პარტნიორები, ინოვაციური და საინტერესო პროექტები და ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი - ეს არის, რაც ქმნის კომპანიის წარმატებას. მთავარი მამოძრავებელი მიზანია, შევქმნათ ძლიერი ინოვაციური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც საქართველოს საზოგადოებას ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის ახალ, თანამედროვე, ევროპაში აპრობირებულ მიდგომებს და პრეპარატებს შესთავაზებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ჩვენს მიზნებსა და ხედვას იზიარებს“ - აცხადებს არტფარმას დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

mkurnali.ge

არტფარმამ ფართო საზოგადოებას თავი ინოვაციური პროექტებით გააცნო - მათ შორის არის საქართველოში პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი ვიადერმი. მას უკავშირდება სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველი ოფიციალური ბლოგის, www.makechoice.ge-ს შექმნაც;

„ვიადერმს სილამაზის კაფსულებს უწოდებენ. ის არის პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართველოში, რომელიც არტფარმამ შემოიტანა საქართველოში. ვიადერმმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რადგან მისი კაფსულების მიღების შედეგია - ჯანმრთელი კანი, მბზინვარე თმა და მტკიცე ფრჩხილები. ვიადერმის მთავარი გზავნილია, რომ სილამაზეზე ზრუნვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

ვიადერმი არის ხელმისაწვდომი ფუფუნება თავის მოვლის სფეროში და როგორც მზრუნველ ბრენდს, შეეძლო უფრო მეტად გაენებივრებინა თავისი მომხმარებელი, - ამიტომ შევქმენით ბლოგი სილამაზის შესახებ www.makechoice.ge, სადაც თავი მოვუყარეთ სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რჩევებს... მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 1 წლის თავზე, გადავწყვიტეთ გავცდეთ ბლოგის ფორმატს და საზოგადოებას ვთავაზობთ ახალ ინტერნეტ ჟურნალს www.beautymagazine.ge, რომელიც თავის მოვლის გარდა, შეეხება სიყვარულს, მოგზაურობას, კულინარიას და სხვა აქტუალურ და საინტერესო თემებს." გვეუბნება პროექტის მენეჯერი, თინათინ სამყურაშვილი.

პრეზენტაციას ესწრებოდა მსახიობი ეკა ჩხეიძეც, რომელიც ვიადერმის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია. mkurnali.ge

„ვიადერმის საქართველოში შემოსვლის დღიდან ვარ ამ ბრენდის მომხმარებელი, ის ნამდვილად არის სილამაზის გარანტი ქალბატონებისთვის. ვისაც სურს, კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. ნუტრიკოსმეტიკის მიღება, პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივაცაა.“ - გვითხრა ეკა ჩხეიძემ.

საგანგებოდ ამ დღისთვის, ჩეხეთიდან ჩამოვიდა ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯერი ირენა კუპკოვა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკს“ საქართველოში „არტფარმა“ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარი არის მაღალი ხარისხი და პაციენტზე ორიენტირებულობა, რაშიც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „არტფარმა“ არის განვითარებაზე ორიენტირებული, მზარდი კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ევროპული ხარისხისა და სტანდარტების დამკვიდრებას“ - აღნიშნავს „ვალმარკის“ ექსპორტის მენეჯერმა ირენა კუპკოვამ.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო გათამაშება, რომელშიც ჯანმრთელობის, სილამაზისა და დასვენების მიმართულებით პრიზები გათამაშდა. სტუმრებს საჩუქრები არტფარმასგანაც გადაეცათ.

mkurnali.ge ფარმაცევტული კომპანია არტფარმა 2014 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია, გაზარდოს თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. „არტფარმა“ საქართველოში წარმოადგენს წამყვან ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩეხურ ფარმაცევტულ კომპანია „ვალმარკს“, რომელსაც ოტის მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერი პოზიცია უკავია. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ჯანრმთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას. ის ირგებს ერთგვარი მედიატორის როლს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის.

თეკლე ჯანელიძე

R