სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი სიტყვა სიმსივნის მკურნალობაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი სიტყვა სიმსივნის მკურნალობაში

სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი სიტყვა სიმსივნის მკურნალობაში
2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასაკუ ჰონზუს გადასცეს. მათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში ახალ მიმართულებას, იმუნოთერაპიას, ჩაუყარეს საფუძველი. თუ რა არის იმუნოთერაპია, რომელი სიმსივნური დაავადებების დროს გამოიყენება ის და რა შედეგებს ვიღებთ ამ პრეპარატებით მკურნალობისას გვესაუბრება ექიმი ონკოლოგი, კლინიკა მედიქლაბ ჯორჯიას ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ნია შარიქაძე.


რა როლს ასრულებს ადამიანის იმუნური სისტემა სიმსივნეებისგან დაცვაში?

ადამიანის იმუნური სისტემის ძირითადი ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი უცხო სხეულებისგან - უმთავრესად ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების, პარაზიტებისგან. როდესაც იმუნური სისტემა გამართულად მუშაობს,
ისინი ორგანიზმის სიღრმემდეც კი ვერ აღწევენ, ხოლო თუ მაინც მოახერხეს შეჭრა, აგრესიული იმუნური პასუხის შედეგად ნადგურდებიან. სიმსივნეების შემთხვევაში ხდება ნორმალური უჯრედის გარდაქმნა სიმსივნურ უჯრედად, რის შემდეგაც იმუნური სისტემა მათ აღიქვამს, როგორც „უცხოს“ და მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც უცხო სხეულების შემთხვევაში. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება
ასეთი სიმსივნური უჯრედები, თუმცა ისინი ნადგურდებიან იმუნური სისტემის მიერ T-უჯრედების გამოყენებით.


თუ იმუნური სისტემა ახორციელებს სიმსივნური უჯრედების განადგურებას, რატომ ხდება სიმსივნეების განვითარება?

ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები, გამოყოფენ რა სპეციალურ ცილას, ძალუძთ თავიდან აიცილონ იმუნური პასუხი და გამრავლდნენ, რასაც თან სდევს სიცოცხლისათვის საშიში სიმსივნეების განვითარება. სიმსივნური უჯრედები გამოიმუშავებენ სპეციალურ ცილას (საკონტროლო წერტილი), რომელიც წარმოადგენს იმუნური პასუხისთვის „მუხრუჭს“. ამ ცილის საშუალებით T-უჯრედები ვერ ამოიცნობს სიმსივნურ უჯრედს და შესაბამისად არ ახდენს მის განადგურებას, რასაც თან სდევს სიცოცხლისათვის საშიში სიმსივნეების განვითარება.


რა არის სიმსივნის იმუნოთერაპია და როდის გამოიყენება ის?

იმუნოთერაპია, რომელსაც სხვანაირად საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორებსაც (checkpoint inhibitors) უწოდებენ ახდენს სიმსივნის მიერ გამომუშავებული ცილის ინჰიბირებას (ბლოკადას), რის შემდეგაც იმუნური პასუხისთვის „მუხრუჭი“ იხსნება და T-უჯრედები ძველებურად ახდენენ სიმსივნური უჯრედების განადგურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პრეპარატები უზრუნველყოფენ სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური პასუხის აღდგენას, რომლის შედეგადაც ადამიანი საკუთარი იმუნური სისტემის მეშვეობით ებრძვის სიმსივნეს.

იმუნოთერაპია დღეს სიმსივნის მკურნალობაში ყველაზე აქტიურად შესწავლადი მიმართულებაა. იკვლევენ იმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენებას სხვადასხვა სახის სიმსივნეების დროს, როგორც მონოთერაპიის, ისე არსებულ სხვა სიმსივნის სამკურნალო პრეპარატებთან (ქიმიოთერაპია, თარგეთული თერაპია) კომბინაციაში.


როგორი შედეგები აქვს იმუნოთერაპიით მკურნალობას?


როგორც ზემოთაც მოგახსენეთ იმუნოთერაპიული პრეპარატები დღეს აქტიური შესწავლის ფაზაშია, მიმდინარეობს ძალიან ბევრი კლინიკური კვლევა სხვადასხვა სიმსივნეების მიმართულებით. თუმცა მათი ეფექტურობა მაგალითად შარდის ბუშტის, ფილტვის, თირკმელუჯრედოვანი, ღვიძლის, მსხვილი და სწორი ნაწლავის მეტასტაზური სიმსივნეების და მელანომის დროს უკვე შესწავლილი და დადასტურებულია. ამ ეტაპზე დადასტურებულია მათი ეფექტურობა მეტასტაზური სიმსივნეების დროს და უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობას თან სდევს სიცოცხლის ხანგრძლივობის და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.


არის თუ არა პრეპარატების გამოყენების გამოცდილება საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია ეს პრეპარატები პაციენტებისთვის?

პრეპარატები სულ ახლახან გამოვიდა მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოში ზოგიერთი მათგანი უკვე რეგისტრირებულია. მეტსაც გეტყვით საქართველო მონაწილეობდა და მონაწილეობს კლინიკურ კვლევებშიც, რომელიც იმუნოთერაპიული პრეპარატების ეფექტურობასა და უსაფრთხოებას იკვლევს. პაციენტებს ჯერ კიდევ 4 წლის წინ მიეცათ საშუალება მიეღოთ იმუნოთერაპიული პრეპარატი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი მეტასტაზური კიბოს დროს. შესაბამისად ამ პრეპარატების გამოყენების გარკვეული გამოცდილება ქართველ ონკოლოგებსაც დაგვიგროვდა.

რაც შეეხებაა ხელმისაწვდომობას, როგორც უკვე მოგახსენეთ პრეპარატები ფიზიკურად ხელმისაწვდომია, თუმცა ფინანსურად პაციენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფო პროგრამის არარსებობის გამო მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება არ ხდება. პაციენტს უწევს ჯიბიდან გადახდა, რაც მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ოჯახების უმრავლესობისთვის მისი შეძენა არ არის შესაძლებელი.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შიდსიც რომ პანდემიაა, ამის შესახებ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობამ უკვე კარგად იცის.
ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე,
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
კალაბრიისა და სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერგამოტის ექსტრაქტის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად