დისტონიის მართვა შესაძლებელია... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისტონიის მართვა შესაძლებელია...

ისეთ ნევროლოგიურ დარღვევაზე როგორიცაა დისტონია და მისი მართვის თანამედროვე მიდგომებზე გვესაუბრება- ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ნევროლოგი ირინე ხატიაშვილი

დისტონია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცალკეული ჯგუფის კუნთების ტონუსის მომატებით, რაც მათ უნებლიე შეკუმშვასა და ადამიანის სხეულის გარკვეული ნაწილის პათოლოგიურ პოზას განაპირობებს.

დისტონიის ერთერთი ფართოდ გავრცელებული ფორმა ფოკალური ანუ ადგილობრივი დისტონიებია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დისტონიის განვითარება?

დისტონიის გამომწვევ მიზეზებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი თანამედროვე მეცნიერებას ჯერ არ გაუცია. დაავადებას არ გააჩნია სპეციფიური პათომორფოლოგიური, ბიოქიმიური, ელექტროფიზიოლოგიური თუ სხვა დიაგნოსტიკური მარკერები. ეს არის თავის ტვინში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ბიოქიმიური ბალანსის დარღვევა.

ფოკალური დისტონიის რა ფორმები გვხვდება?

ფოკალური დისტონიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბლეფაროსპაზმი-ქუთუთოების სპაზმი, რომელიც ვლინდება თვალების ნაძალადევი დახუჭვით. ბლეფაროსპაზმის მიზეზია თვალისირგვლივი კუნთის უნებლიე, ძლიერი შეკუმშვა. ამ დროს თვალების გახელვა ადამიანს ნებით არ შეუძლია, რაც ფუნქციური სიბრმავის გამომწვევია და ძალიან შემაწუხებელია.

ფოკალური დისტონიის მეორე, ფართოდ გავრცელებული ფორმა სპაზმური კისერმრუდობაა, რომელიც გამოწვეულია კისრის გარკვეული ჯგუფის კუნთების დაჭიმვით. შედეგად ხდება თავის მიტრიალება გვერდზე, წინ ან უკან და ამ პოზაში დაფიქსირება. ყალიბდება თავის ძალიან შემაწუხებელი, პათოლოგიური პოზიცია. თავის გასწორების მცდელობისას, ხდება სპირისპირო კუნთების დაჭიმვა და თავის კანკალი.

არსებობს დისტონიები, რომლებიც ეხება სხეულის სხვა ნაწილებს, მაგ: შეიძლება იყოს მხრის, ხელის მტევნის, ტერფის, სახის ქვედა ნაწილის ან ნახევრის.

ფოკალური დისტონიების უდიდესი ნაწილი- ე.წ. იდიოპათიურია, შესაძლებელია იყოს მედიკამენტური ან სიმპტომური.

როგორ ხდება ფოკალური დისტონიის მართვა?

დიდი ხნის მანძილზე დისტონია ნევროზის გამოვლინებად მიაჩნდათ, თუმცა დადგინა რომ იგი ცალკე ნოზოლოგიაა, რომლის სამკურნალოდაც გამოიყენებოდა მედიკამენტური და ოპერაციული მეთოდები.

უკვე 20 წელია მთელი მსოფლიო შეჯერდა, რომ ფოკალური დისტონიების სამკურნალო ყველაზე ეფექტური მეთოდი-დაზიანებულ კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციაა. დადებითი კლინიკური ეფექტი აღინიშნება შემთხვევათა 85-90% და გრძელდება 3-6 თვე.

დისტონია არ არის განკურნებადი დაავადება, მაგრამ იგი მართვადია, რომელიც ბოტულინის ტოქსინით ხდება. სპეციალისტი აფასებს რომელ კუნთში, რა დოზით უნდა გაკეთდეს ინექცია. შემდეგად კუნთები დუნდება, სწორდება, მთლიანად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება პათოლოგიური პოზა. ბოტულინის ტოქსინის საშუალებით კუნთის დენერვაცია მარტივი და უსაფრთხო პროცედურაა.

რაიმე გვერდითი ეფექტი ხომ არ ახსიათებს?

ბოტულინის ტოქსინი მოქმედებს მხოლოდ შეყვანის ადგილას და არ ახდენს მნიშვნელოვან ზოგად მოქმედებას. მრავალრიცხოვანი კვლევებით მეცნიერებმა ცალსახად დაამტკიცეს ამ მეთოდის უსაფრთხოება.

ზემოთ, ბოტულინის ტოქსინით დისტონიების მართვის მსოფლიოს 20 წლიანი გამოცდილებაზე ისაუბრეთ. ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა ჩვენთან?

სამედიცინო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი ფოკალური დისტონია, ამიტომ პაციენტების მომართვიანობაც არ იყო დიდი.

მოცემულ მომენტში დისტონიების სამკურნალოდ ბოტულინის ტოქსინი მსოფლიოს 60 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, წარმატებით გამოიყენება.

ჩვენი კლინიკის გამოცდილებით, შედეგები ძალიან კარგია.

ფოკალური დისტონიების დროული დიაგნოსტიკა და ბოტულინის ტოქსინის ინექციებით კვალიფიციური მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის სოციალურ აქტივობასა და ცხოვრების ხარისხს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: თ. 577 78 65 78 სამუშაო დღის 15:00-19:00 სთ.