რუსთავში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 14 ადამიანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რუსთავში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 14 ადამიანი

რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა ,,რუსთავში" რჩება. ორი პაციენტი - 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში კლინიკა ,,რუსთავის" ექიმმა ლევან ფსუტურმა განაცხადა, სულ კლინიკაში დღეს 11 პაციენტი შევიდა.

"აქედან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა. შემოვლისთანავე ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა თბილისის კლინიკაში. გოგონას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მეორე მოზარდი, რომელსაც
ჰქონდა კოჭის ღია მოტეხილობა და უცხო სხეული სახსრის არეში, ისიც გადაყვანილია თბილისში, პროფილურ კლინიკაში", - განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან ფსუტურმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის 6 პაციენტი რჩება, მათგან ზოგი იმყოფება დაკვირების ქვეშ, ორი პაციენტი საოპერაციო ბლოკში გადაჰყავთ.

დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთავში, მე-19-ე მიკრო
რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონში და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 კლინიკა ,,რუსთავში", 2 კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, დაშავებულებიდან 5 მცირეწლოვანია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა.
17-01-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
ფრჩხილების დისტროფიული დაზიანება კანის თუ სხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიების დროს ხშირად გვხვდება.
შემთხვევა მოხდა დიდ ბრიტანეთში. 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიიყვანეს მას შემდეგ, რაც ურეთრის ხვრელში USB-კაბელი შეიყვანა.
კომპანიის Microsoft დამფუძნებელი, პლანეტის ერთერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ გეითსი თვლის, რომ მსოფლიოში ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები
როგორც კვლევამ აჩვენა, CD 38 გენის გარკვეული ვარიანტი უფრო მეტად ავლენს გრძნობებს და ახდენს მადლიერების დემონსტრირებას.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს გულის იშემიურ დაავადებას,
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად