4 მიზეზი, რომელთა გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობა ქართული მედიცინისათვის განუზომელია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

4 მიზეზი, რომელთა გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობა ქართული მედიცინისათვის განუზომელია

4 მიზეზი, რომელთა გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობა ქართული მედიცინისათვის განუზომელია
უკვე გატყობინებდით, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონგრესი. მისი მასშტაბები და მნიშვნელობა განუზომელია ქართული მედიცინისათვის და უფრო მეტიც, სრულიად საქართველოსთვის, მისი მომავლისათვის. რატომ? აი, 4 პუნქტი, რომლებიც ამ ყველაფერში თავად დაგარწმუნებთ:

1. ქართული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ასეთი მასშტაბის ღონისძიება უპრეცედენტოა ჩვენი მედიცინის ისტორიაში. 26 ოქტომბერს თბილისს ეწვევიან მსოფლიოს უმაღლესი რანგის სპეციალისტები ონკოლოგიასა და უროლოგიაში. დარგის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტი სასიკეთოდ წაადგება ქართულ მეცნიერულ მედიცინას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებასა და ცნობადობას.

2. კონგრესს ესწრებიან
ჩვენი რეგიონის – ყველა მეზობელი ქვეყნის – ასოციაციათა პირველი პირები.
დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. ამით გაიზრდება ჩვენი მედიცინის ავტორიტეტი რეგიონში.

3. კონგრესი იქნება ფართომასშტაბიანი სამედიცინო საზოგადოების თავყრილობა, მას დაესწრებიან: ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები, პათოლოგანატომები, ფუნდამენტური მეცნიერებების წარმომადგენლები, აგრეთვე – რეზიდენტები და სტუდენტები.

4. კონგრესიდან იქნება ცოცხალი ტრანსლაცია ონკოუროლოგიური ასოციაციის ვებგვერდზე gaou.ge და MMT ჰოსპიტლის ვებგვერდზე mmt.ge ონკოუროლოგიური ასოციაციის წევრებისთვის დასწრება იქნება უფასო და ქართველი სტუმრებისათვის ორგანიზებული იქნება პირდაპირი თარგმანი. ამდენად კონგრესი არ ქმნის ბარიერებს ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის, ყველა საშუალებით ცდილობს ხელი შეუწყოს მას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ უდიდეს მსოფლიო ფორუმში, ეს ყველაფერი კი ემსახურება ქართული მედიცინის აღმავლობას და განვითარებას.

დასკვნის სახით კი აღვნიშნავთ, რომ ონკოუროლოგიური ასოციაციის მეორე მსოფლიო კონგრესი არის უდიდესი ინვესტიცია ჩვენი მედიცინისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის.


ასევე წაიკითხეთ:
26-27 ოქტომბერს თბილისში ონკოუროლოგთა უპრეცენდენტო მასშტაბის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
04-07-2019
საოცარი განცდაა ხოლმე - სიამაყის, აღმაფრენის, სიდიადის, როდესაც ჩვენი თანამემამულე უცხოეთში
11-06-2018
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ნეიროქირურგია ყოველთვის უმაღლესი სირთულის სინონიმად ითვლებოდა – საუბარი ხომ მიდის ჩარევაზე
ბრიტანელმა ქირურგმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ მოწყვეტილი პენისის მიკერება შეძლეს ტრავმის მიღებიდან
ყველასათვის ცნობილია, რომ კანის ქრონიკულ მორეციდივე დაავადებებს ახასიათებთ გამწვავება სეზონის მიხედვით. ზაფხული სწორედ ის პერიოდია როდესაც მწვავდება ეს დაავადებები და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ მიხედვას და მკურნალობას საჭიროებს.
"ამას პირველად გეუბნებით" - რა დაზიანებები აღმოაჩინა დამოუკიდებელმა ექსპერტმა
მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მაღალეფექტური ვაქცინა ტუბერკულოზისგან დასაცავად.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად