დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ხაზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება რეკომენდებულია, რადგან ასეთი დაავადების მქონე ადამიანებს გრიპი უფრო მძიმედ გადააქვთ. მისი ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

"ოქტომბერი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო თვედ ითვლება, შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან აქტივობა უკვე არის და ალბათ, კიდევ უფრო გაიზრდება. ნებისმიერი ქრონიკული დაავადებების დროს მაქსიმალურად რეკომენდებულია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდეს იმიტომ, რომ ასეთი დაავადების მქონეებს როგორც წესი, უფრო მძიმედ გადააქვთ გრიპი.

მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. მაღალი რისკის ჯგუფებად გამოყოფილია დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელი პერსონალი, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულები, ც ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურე პირები და პერსონალი, ორსულები.

ვაქცინებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მოკლებულია რეალურ საფუძველს და ძალიან ცუდია, თუ მოსახლეობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ ვაქცინა არის მსოფლიო მიღწევა და უარი არ უნდა ვთქვათ ამაზე. მითუმეტეს მაშინ, როცა სახელმწიფო თავისი სახსრებით სთავაზობს ადამიანებს ყველაზე უსაფრთხო და პროფილაქტიკურ საშუალებას. გრიპის პროფილაქტიკისთვის სხვა პირდაპირი საშუალება გარდა ვაქცინაციისა არ არსებობს," - განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა.