სოფო წამებითაა მოკლული, ხელები დამტვრეული ჰქონდა, სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

სოფო წამებითაა მოკლული, ხელები დამტვრეული ჰქონდა, სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში

სოფო წამებითაა მოკლული, ხელები დამტვრეული ჰქონდა, სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში
სა­ბერ­ძნეთ­ში ნაპოვნი 24 წლის ქართველი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი საუბრობს.
ათენში გარდაცვლილი ემიგრანტის მეგობარს, ქეთევან ძიგუას AMBEBI.GE დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, სოფო წიკ­ლა­უ­რი წამებით არის მოკლული.

"სოფოს ერთადერთი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი ვარ, ერთმანეთისთვის დებივით ვიყავით. 5 წელია, ორივე ერთად ემიგრაციაში ვართ საბერძნეთში. სოფოს ჰყავს 2 თვის პატარა ალექსანდრე.

სოფოს გვარი არის შანშიაშვილი, წიკლაური დედის გვარია. დედის გვარზე უნდოდა გადასვლა და სოციალურ ქსელში წიკლაური ეწერა. თუმცა, საბუთებით შანშიაშვილია და ცხადია, პოლიციას, საკონსულოს ასე აქვს გადაცემული მისი დოკუმენტები. სოციალურ ქსელში
დაიწერა ისიც, რომ 2 დღის მკვდარია. არ არის ეს გოგო 2 დღის მკვდარი, ეს არავის დაუდგენია. დეტალებს გამოძიება დაადგენს და სავარაუდოდ, დღეს საღამოს მეცოდინება," - აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი.

ძიგუა იხსენებს, როგორ იპოვა მან და კიდევ ორმა ადამიანმა გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი:

"დილიდან ისე მოხდა, რომ სოფო
ვერ ვიპოვე... სახლში მასთან რომ მივედი, კარი არავინ გამიღო, ძალიან ავნერვიულდი, მით უფრო, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია, არც სმს გამოუგზავნია, ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, კარი შეგვემტვრია, ამაში 2 ადამიანი დამეხმარა...

კარი პოლიციის გარეშე შევამტვრიეთ, რადგან სახლიდან ძაღლის ყმუილი ისმოდა, თან, არ ვიცოდით და ვერც წარმოვიდგენდით მსგავსი რამ თუ დაგვხვდებოდა, ამას ვერ ვფიქრობდით. რომ შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო... პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია.

ბავშვთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეუღლე პატიმარია. ისინი საბერძნეთში დაქორწინდნენ, მერე მისი ქმარი დაიჭირეს. ქმართან არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ქმარიც, იქიდან რეკავდა და როგორც მე ვეძებდი, ისიც ასე ეძებდა მას.

სანამ გათხოვდებოდა, მუშაობდა ისე, როგორც მე ვმუშაობ, ალაგებდა ოჯახში, ბავშვებთანაც მუშაობდა და ბებიასთანაც. მერე, როგორც ვთქვი, დაქორწინდა, ორსულად იყო და ამიტომ აღარ საქმიანობდა. მერე უკვე პატარა ჰყავდა და მას უვლიდა. ამ წუთისთვის დროებით უმუშევარი იყო...

დეპრესიული არ ყოფილა და როგორც აღვნიშნე, სოფოს თვითმკვლელობა გამორიცხა პოლიციამ და ექსპერტმა. მათი ვერსით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი. ამ წუთისთვის მეტი არაფერი ვიცი, მისი საქართველოში გადასვენების საკითხში საკონსულო გვეხმარება", - აცხადებს დაღუპულის მეგობარი.

იხილეთ სტატია სრულად: ამბები.გე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საბერძნეთის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში რაფინის მერმა - ევანგელოს ბურნუსმა
24-07-2018
ერთი დაღუპული და 25 დაშავებული. ასეთია ათენის მხალობლად გაჩენილი ხანძრის შედეგები.
24-07-2018
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შიდსიც რომ პანდემიაა, ამის შესახებ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობამ უკვე კარგად იცის.
ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე,
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
კალაბრიისა და სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერგამოტის ექსტრაქტის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად