მწვანე ჩაი პროსტატის კიბოსგან დაგიცავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე ჩაი პროსტატის კიბოსგან დაგიცავთ

ტოკიოს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა გააანალიზეს 40-დან 60 წლამდე ასაკის 50 ათასი მამაკაცის გამოკვლევის შედეგები.

კვლევის დაწყებისას ყველა მათგანი ჯანმრთელი იყო. მათ თითქმის 14 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის მანძილზე 404 მამაკაცს პროსტატის კიბო აღმოაჩნდა. მათგან 271-ს კიბოს ლოკალური ფორმა (დაავადების ადრეული სტადია) გამოუვლინდა, 114-ს - გავრცობილი (გვიანი სტადია), ხოლო 19-ს კიბოს ფორმა ვერ განუსაზღვრეს.

  • შედეგების შეჯამებისას გაირკვა, რომ მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურად 5 ფინჯანზე მეტ მწვანე ჩაის სვამდნენ, კიბოს გავრცობილი ფორმით 2-ჯერ უფრო იშვიათად ავადდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მწვანე ჩაის ასერიგად არ სწყალობდა.

პროსტატის კიბოს ლოკალური ფორმის განვითარებაზე კი მწვანე ჩაის გავლენა არ მოუხდენია. მეცნიერთა ვარაუდით, მწვანე ჩაის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა კატექინების შემცველობას უკავშირდებოდეს. ეს ნივთიერება აქვეითებს მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის დონეს, რომელიც დიდ როლს ასრულებს პროსტატის კიბოს განვითარებაში. არ არის გამორიცხული, კატექინებს უშუალოდ კიბოს უჯრედების გამრავლების შემაფერხებელი თვისებებიც ჰქონდეთ.

სტატისტიკურად, აზიელ მამაკაცებს პროსტატის კიბო ევროპელებზე იშვიათად ემართებათ. მკვლევართა ვარაუდით, შესაძლოა, ეს სწორედ მწვანე ჩაის დამსახურება იყოს - აზიელები ხომ ამ სასმელს გაცილებით ხშირად სვამენ.