ინვალიდის ეტლისთვის მეცნიერებმა ახალი "ჭკვიანი ბალიში" შექმნეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ინვალიდის ეტლისთვის მეცნიერებმა ახალი "ჭკვიანი ბალიში" შექმნეს

ინვალიდის ეტლისთვის მეცნიერებმა ახალი "ჭკვიანი ბალიში" შექმნეს
არლინგტონის ტეხასის უნივერსიტეტის ამერიკელმა ინჟინრებმა ინვალიდის ეტლისთვის შექმნეს ახალი საჯდომი ნაწილი, რომელიც ნაწოლების განვითარებას აფერხებს. მოგეხსენებათ ე.წ. ნაწოლები პაციენტებს სხეულის იმ ნაწილებში უვითარდებათ, რომლებიც ხანგრძლივ ზეწოლას განიცდის (შესაბამისი არის ქსოვილთა ტროფიკა ამ დროს მნიშვნელოვნად ირღვევა).

დასახელებული პრობლემის ასარიდებლად სპეციალისტებმა შექმნეს სპეციალური ბალიში, რომელიც დასაბერი სექციებისგან შედგება. აღნიშნული სექციები (განყოფილებები) პერიოდულად იბერება და იჩუტება, რითაც ცვლის სხეულის შესაბამის უბნებზე ზეწოლას.

ამ პრინციპზე დაყრდნობით ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააუმჯობესეს ბალიში, ჩართეს რა მის კონსტრუქციაში ზეწოლისადმი მგრძნობიარე სენსორები. ამ უკანასკნელთა დახმარებით იქმნება დეტალური რუქა, ამსახველი იმისა,
თუ სხეულის რომელმა უბანმა განიცადა ზეწოლა და რა დროით. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბალიში ავტომატურ რეჟიმში ბერავს ან ჩუტავს შესაბამის სექციებს ანუ ამცირებს ზეწოლას სხეულის იმ უბნებზე, რომლებმაც ხანგრძლივი ზეწოლა მიიღეს და დასვენებულ უბნებზე გადართვას ახორციელებს. გარდა ამისა, ახალი საჯდომი ბალიში პერიოდულად ცვლის ზეწოლის პროფილს, იმისათვის,
რომ სხეული არ მიეჩვიოს დატვირთვის გარკვეულ შაბლონებს.

ეს ახალი სისტემა უკვე დაპატენტებულია, თუმცა, ამ ეტაპზე მისი ტესტირება ჯერ კიდევ ჯანმრთელ პირებთან მიმდინარეობს.

თინათინ გოცაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მკურნალის რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას!
პენსილვანიის უნივერსიტეტმა, 17 კვლევის შედეგების ანალიზით დაამტკიცა,
სოციალური პასუხისმგებლობა “ავერსისთვის” პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ, დღიდან დაარსებისა,
სამედიცინო სფერო მრავალმხრივია, შესაბამისად,მის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ადამიანურ რესურსს, ისე ტექნოლოგიას.
გვესაუბრება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზურაბ ფაღავა.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად